(+995) 595 710 173
tttttKETkemlovani@mes.gov.ge
ჭაითურა, სოფ. ტყემლოვანა
                                                                                                                             
                                                                                                                               


  
       
            

  •   სოფელ ტყემლოვანას საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

  •   სოფელ ტყემლოვანას საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

  •   სოფელ ტყემლოვანას საჯარო სკოლა

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტი

               
  სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანას საჯარო სკოლის მოკლე ისტორია
               
          ტყემლოვანა ჭიათურის რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი მაღალმთიანი სოფელია. მდიდარი წყლებით, თვალწარმტაცი მდელოებით და რაც მთავარია სუფთა, უნიკალური ჰაერით. სოფელი ზღაპრული სავანის მსგავსია. 100 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული სოფელი ხარაგაულისა და ზესტაფონის საზღვარზე. სოფლის ძირითადი მოსახლეები ჩინჩალაძეები და კაპანაძეები არიან. საქართველოში ჩინჩალაძეთა გვარის წარმომშობლად სწორედ სოფელი ტყემლოვანა ითვლება. რაიონულ ცენტრს სოფელი 20 კილომეტრით არის დაშორებული.  300 კომლი ცხოვრობს დღეს სოფელში. წერილობითი ცნობები სკოლის დაარსების შესახებ არ არის შემონახული. სკოლის წარსულით დაინტერესდა უშანგი კაპანაძე, რომელიც წლების მანძილზე იყო სკოლის დირექტორი.იგი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწოდა.იყო გაზეთი ‘’კომუნისტური სიტყვის’’ და “ჭიათურის მაღაროელის’’ აქტიური კორესპონდეტი. 1969 წლის 29 მარტს გამოქვეყნდა მისი წერილი ‘’ჭიათურის მაღაროელში’, სადაც აღნიშნულია: ‘’როგორც ზეპირსიტყვიერი გადმოცემა გვამცნობს, პატარა შენობაში ყოფილა განთავსებული სასწავლო დაწესებულება, სადაც ბავშვები მეზობელი სოფლებიდან: ჩხირაულიდან, მანდაეთიდან, გეზრულიდან, თვალუეთიდან, ცხრუკვეთიდან და სვერიდან დადიოდნენ სასწვლებლად. სკოლის ძველ პასპორტში გარკვევითაა აღნიშნული, რომ სკოლა დაარსებულია 1869 წელს. სამწუხაროდ მის დამაარსებელს და პირველი მასწავლებლის კვალს ვერ მივაკვლიეთ. სოფლის მცხოვრებლებს თავიანთი თანხით დაუქირავებიათ შენობა, რათა თავიანთი შვილებისათვის ესწავლებინათ წერა-კითხვა. სოფლის მკვიდრები - 90 წელს მიტანებული აქვსენტი ჩინჩალაძე, ფილიმონ ბლუაშვილი, ალექსანდრე ჩინჩალაძე ადსტურებენ, რომ ისინი ჩხირაულის სკოლაში სწავლობდნენ 1888 წელს. ამ წელს სკოლაში ორი კლასი არსებობდა და მათი მშობლების გადმოცემით სკოლა ოც წელზე მეტი ხნის დაარსებული ყოფილა, შემდეგ ორ კლასიანი სასწავლებელი ოთხკლასიანად გადაკეთებულადა ამ სახით არსებულა 1921 წლის თებერვლამდე. ამ წლიდან კი სკოლა შვიდწლიან სასწავლებლად გადაკეთდა. სკოლაში მომუშავე მასწავლებლებს შორის უხუცესები ასახელებენ ილიკო წერეთელს, რომელსაც სკოლაში უმუშავნია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში . 1969 წელს 90 წელს მიღწეული სკოლის ყოფილი პედაგოგის ვარლამ ყუფარაძის ჩანაწერებიდან ირკვევა, 1880-1883 წლებში სკოლაში მასწავლებლად მუშაობდნენ პარმენ ქაჯაია, ანდრო სუბატაშვილი, ვასილ ბარათაშვილი, ნიკოლოზ მშვენიერაძე . 1947-53 წლებში სკოლის დირექტორად მუშაობდა პლატონ ციცვიძე,  1953-75 წლებში უშანგი კაპანაძე, 1975-76 წლებში ზურაბ ტაბატაძე, 1976-92 წლებში შოთა გრიგალაშვილი ,1992-2005 წლებში ბუდუ კაპანაძე, 2006 წლიდან დღემდე რუსუდან ბიწაძე. ტყემლოვანის სკოლის 1971 წლამდე ეწოდებოდა ჩხირაულის სკოლა. სოფლები ტყემლოვანა და ჩხირაული შედიოდნენ შოროპნის მაზრაში,  მართალია სკოლა ტყემლოვანის ცენტრში მდებარეობდა, მაგრამ მაზრისათვის ცენტრს სოფელი ჩხირაული წარმოადგენდა. საბჭოთა წყობილების დროს ჩხირაული და ტყემლოვანა გაერთიანდა ერთ სასოფლო საბჭოში, რომელსაც ჩხირაულის სასოფლო საბჭო ეწოდა და სკოლასაც ეს სახელწოდება - ჩხირაულის სკოლა გაჰყვა 1971 წლამდე, ანუ ახალი შენობის აშენებამდე. ამ წლის დასაწყისში სკოლის თანამშრომლებმა განიზრახეს აღენიშნათ ჩხირაულის რვაწლიანი სკოლის არსებობის 100 წლისთავი. მაგრამ შენობა იმდენად იყო დაზიანებული, რომ იუბილეს გამართვა შეუძლბელი იყო. სკოლის დირექციამ დასვა საკითხი სკოლის რემონტისა და სკოლის შენობიდან აფთიაკის, მაღაზიის, კლუბის ბიბლიოთეკის გამოყვანისა. განათლების სამინისტროდან მოვლენილმა კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ აუცილებელი იყო სკოლის ახალი შენობის აშენება . 1970 წლის ივნისში დაიწყო საპროექტო სამუშაოები. პროექტი შეადგინა განათლების სამონისტრომ. საჭირო სახსრები 100 000 მანეთის ოდენობით გაიღო ქ.ჭიათურის ქალაქის საბჭოს აღმასკომმა. სკოლა გათვლილი იქნა 192 მოსწავლეზე. მშენებლობა ითავა ტრესტ “ ჭიათურმარგანმშენმა.’’ დაგეგმარდა სკოლის ასაშენებელი ადგილი,, რაზედაც ახალი დავა წარმოიშვა, რადგან უნდა აჩეხილიყო 17 წლის ნაშენები ბაღი. რადგან პროექტის შეცვლა მშენებლობის გაჭიანურებას გამოიწვევდა, ისევ ბაღის აჩეხვა ამჯობინეს. 1971 წლის 25 იანვარს დაიკრა პირველი ბარი სკოლის მშენელობაზე. ხუთი დღის მუშაობის შემდეგ ბალავერიც მზად იყო. მაგრამ ერთ ღამეში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. ბალავერიც ჩაინგრა და თებერვლის ბოლოს, როდესაც თოვლის საფარმა დაიწია, ბალავერი ამოიწმინდა და ხელახლა ჩაისხა. მშენებულთა 18 კაციან ბრიგადას სათავეში ედგა სოფლის მკვიდრი ალიოშა კაპანაძე, რომელმაც დავალებულ საქმეს ბრწყინვალედ გაართვა თავი. მშენებლობაში აქტიურად და გასამრჯელოს გარეშე იყვნენ ჩართული სკოლის პედაგოგები და უფროსკლასელები. 1971 წლის 1 სექტემრისთვის ახალი შენობა ახალი ინვენტარითაც იქნა აღჭურვილი. სკოლის ისტორიის ბრწყინვალე ფურცელი გადაიშალა 1971 წლის 23 ოქტომბერს. სკოლის 100 წლის იუბილე სოფელში დიდ დღესასწაულად იქცა. 1989 წელს სკოლას მიუშენდა კორპუსი. სადაც უნდა მოწყობილიყო სასადილო, სააქტო დარბაზი და სპორტული ოთახი. არასაკმარისი დაფინანსების გამო მშენებლობა შეჩერდა და დარჩა ეს კორპუსი გაულესავი და მოუწყობელი. ასე იდგა ეს შენობა 2005 წლამდე. ამ წელს სკოლის დირექციამ მიიღო ნებართვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან სკოლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან დანაზოგი თანხა სკოლის ადმინისტრაციას გამოეყენებინა კაპიტალური რემონტისათვის. მართლაც ამ თანხის მიზანმიმართული გამოყენებით შესაძლებელი გახდა კორპუსის მეორე სართულის მთლიანად მოწყობა. აქ განთავსდა სააქტო დარბაზი, კომპიუტერის ოთახი და ქიმიის ლაბორატორია. 2009 წელს ქალაქის მუნიციპალიტეტმა სკოლას გამოუყო თანხა 5000 ლარის ოდენობით და ამ თანხის ფარგლებში დაგებულ იქნა იატაკი სპორტულ ოთახში და ჩაისვა ფანჯრები. სკოლის დირექციამ დახმარებისთვის მიმართა ზესტაფონის სამშენებლო კომპანია “იმერეთის’’ გენერალურ დირექტორ რუბენ ჩინჩალაძეს, რომელსაც არაერთი სასიკეთო საქმე ჰქონდა გაკეთებული მშობლიური სოფლის საკეთილდღეოდ.  ის ეხლაც უანგაროდ დაეხმარა სკოლას და შემოწირულობის სახით გადმოურიცხა 1500 ლარი. ამ თანხის გამოყენებით და სკოლის თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომით შესაძლებელი გახდა ამ კორპუსის 1 სართულის დერეფანსა და ორ ოთახში მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება. ამ წლის დეკემერში სკოლამ მიიღო მონაწილეობა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების, BTC, SCP, GPC-ს პროექტში, გაიმარჯვა და მოიპოვა სასკოლო გრანტი 5000 ლარი და ამ თანხით მოეწყო სკოლაში სასადილო ოთახი. 2015 წელს სკოლის შენობა გადაიხურა ალუმინით და ჩაისვა მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრები. სკოლა აქტიურად არის ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებულ რეფორმაში. სკოლას წარმატებულად ხელმძღვანელობს არჩეული დირექტორი რუსუდან ბიწაძე. სამეურნეო საბჭო ჩართულია სკოლის საქმიანობაში, მოქმედებს მოსწავლეთა თვითმართველობა. ყოველწლიურად იცვლება და ვითარდება სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესი, ინერგება ახალი სასწავლო გეგმები. სკოლის პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ პროფესიული ცოდნის დონის კათედრის სხდომებზე იხილება საკითხები საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად დაგეგმის მიზნით. სკოლაში ხშირად ტარდება კონფერეციები, დისკუსიები, კონკურსები, გამოფენები, შეხვედრები. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო - შემოქმედებით კონფერეციებში. პროექტ “ირმის ნახტომის’’ საშუალებით სკოლაში შემოვიდა ცხრა კომპიუტერი. მოსწავლეები და მასწავლებლები წარმატებით ეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ამჟამად სოფ.ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სწავლობს 139 მოსწავლე, რომელთა სწავლისა და აღზრდის საქმეს თავდაუზოგავად ემსახურება 21 პედაგოგი ტყემლოვანის საჯარო სკოლასთან შერწყმულია სოფ. ჩხირაულის დაწყებითი სკოლა სადაც მოსწავლეები გადიან I-VI კლასის მასალას. ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა სოფელში სოფლის მკვიდრთა მონდომებით გაიხსნა. სოფელი ჩირაული ტყემლოვანიდან აღმოსავლეთით, 7-კმ-ის დაცილებით მდებარეობს. ოთხწლედის დამთავრების შემდეგ ბავშვები სწავლას აგრძელებენ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ამ მანძილს უტრანსპორტობის გამო ფეხით გადიოდნენ 2013 წლის იანვრამდე. ამ დროიდან კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ავტობუსი დაუნიშნა სკოლას და მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტით. 2006 წლამდე ჩხირაულის დაწყებითი სკოლა დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა, ჰყავდა თავისი გამგე. 1963-68 წლებში სკოლის გამგედ მუშაობდა ალიოშა შეყილაძე, 1968-83 წლებში შოთა კააპანაძე, 1983-2005 წლებში როზა ჩინჩალაძე, 1986 წლიდან კი დაწყებითი სკოლა ადმინისტრაციულად შეერწყა ტყემლოვანის სკოლას და შესაბამისად სკოლის მართვას ახორციელებს ტყემლოვანის სკოლის ადმინისტრაცია.  სკოლაში ამჟამად 4 მოსწავლე სწავლობს და მათ ორი პედაგოგი ემსხურებათ. ჩვენი სკოლის წარსულის გამოცდილება და სიახლის დამკვიდრების პროცესში მოპოვებული წარმატებები საფუძველს გვაძლევს გავაცხადოთ, რომ ტყემლოვანის საჯარო სკოლა დროის მოთხოვნის შესაბამისად მუშაობს და მომავალშიც იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.      
   
   
   
   
   
 
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
           
         
               
               
               
           
სიახლეები  



"კოტიას კლდის" მღვიმეში

2004 წლის აგვისტოს სოფელ სვერში, "კოტიას კლდის" მღვიმეში, პირველად კავკასიის არქეოლოგიის ისტორიაში, აღმოჩნდა პალეოლითელი ადამისანის სამარხი. მისი ასაკი 11 500 წელია. ძეგლი საინტერესოა თავისი არქეოლოგიით. დაფიქსირდა ორი კულტურული ფენა, A - მეზოლითური (ადრე ნეოლითი), B - გვიან ზედაპალეოლითი. აღმოჩენილია ქვისა და ძვლის სხვადასხვა ტიპის იარაღი. სწორედ ამ მღვიმეს ეწვივნენ ტყემლოვანის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები.



6/13/2016




სოფელ ცხრუკვეთში

ტყემლოვანის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები კლასის დამრიგებელ ნანა ჩინჩალაძესთან ერთად ქართველი მეცნიერ-ისტორიკოსის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ალექსანდრე (ალიოშა) იოსების ძე წერეთელის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ სოფელ ცხრუკვეთში.



6/13/2016




ტესტირება ფიზიკაში

ტყემლოვანის საჯარო სკოლის მევხრეკლასელებმა წარმატებით გაართვეს თავი ტესტირებას ფიზიკაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ნათელა ვახანია და ნათია არჩვაძე ესწრებოდნენ.



6/13/2016




ხელოვნების უკვდავება

ხელოვნების მასწავლებელმა ნელი გოგოლაძემ მეცხრე კლასში ჩაატარა მხატვრული საღამო "ხელოვნებაა თავად უკვდავება". მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოადგინეს სვეტიცხოვლის ტაძრის სიდიადე. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსები და სიმღერები.საღამომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.



6/13/2016




9 აპრილი

27 წელი გავიდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, ქართველმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ ის იყო ქართველი და არა საბჭოელი, გააცნობიერა რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა წყუროდა. 9 აპრილის ტრაგიკულ და სისხლიან ღამეს, როდესაც ათასობით ადამიანი, მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და სასტიკად დაარბია თავსუფლების მოთხოვნით გამოსული ხალხი. 21 ადამიანი იქნა მოკლული საბჭოთა შენაერთების მიერ, ადამიანები რომლებიც დღეს გმირები არიან, ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეწირნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და სიყვარულს ტყემლოვანის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა კლასის ხელმძღვანელის ლარისა ცუცქირიძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღონისძიება და მოიგონეს ის ადამიანები ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის!



4/9/2016




ქალთა დღე

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ჰაერში სიცოცხლის სურნელი ტრიალებს. ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი და თბილი, მომხიბვლელი და ნაზი. ქალთა და დედის დღეს განსაკუთრებული სითბო და ყურადღება მიუძღვნეს ტყემლოვანის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებმა.



3/20/2016




მასწავლებლები პროფესიული განვითარების სქემაზე მსჯელობენ

მასწავლებელთა შეხვედრის მიზანი მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის საკითხებზე მსჯელობა იყო. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი მასწავლებელთა პრაქტიკის შეფასება-გარე დაკვირვებაზე შეჩერდა



3/20/2016

 
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
      .